ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
შაქრის ფხვნილი - 60 გ
კარაქი - 100 გ
წყალი - 100 მლ
კრემი:
მასკაპონეს ყველი - 500 გ
შაქრის ფხვნილი - 50 გ
ვანილის ესენცია
დამატებითი ინგრედიენტები:
ზეთი - 1 ლ
შავი შოკოლადი - 200 გ
ქოქოსის ფანტელები - 20 გ
მომზადების წესები
ცომი:
კანოლის ცომი უნდა იყოს ხრაშუნა და ოქროსფერი.
ვიღებთ თასს,სადაც ვაკეთებთ ცომს ფქვილის, შაქრის ფხვნილის კვერცხისა და ოთახის ტემპერატურის ( რბილი ) კარაქისგან.
მოათავსეთ გაზქურაზე ქვაბი და გააცხელეთ 1 ლ ზეთი. სანამ ზეთი გაცხელდება ,გავაბრტყელოთ ცომი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად.
შევაერთოთ ცომის ორი კუთხე (ისე როგორც ფოტოშია ნაჩვენები) და ჩავდოთ ზეთში, ასე უნდა დავბრაწოთ ცომის თითოეული ნაჭერი. მანამდე მოვამზადოთ დიდი თეფში,რომელზეც იქნება ქაღალდი ,რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.
როცა ცომი მიიღებს ოქროსფერ,უფრო მუქ ფერს, უნდა ამოვიღოთ ზეთიდან და მოვათავსოთ ქაღალდიან თეფშზე.
სანამ კრემის გაკეთებას შეუდგებით, გირჩევთ შოკოლადი გაადნოთ, რათა დრო მოიგოთ.
აიღეთ საშუალო ზომის თასი და დაიწყეთ კრემის მომზადება: მასკარპონე , შაქრის ფხვნილი და ვანილის ესენცია აურიეთ კოვზით,მიქსერი არ არის საჭირო.
სანამ შოკოლადი ბოლომდე გადნება, ამოავსეთ კანოლის ფორმები კრემით. შემდეგ მოაყარეთ ქოქოსი და საბოლოოდ მორთეთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადით.