“კლანი უნდა წავიდეს” – “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე ბანერი გამოფინეს

“კლანი უნდა წავიდეს” – “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე ბანერი გამოფინეს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე მსჯელობენ.

“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა, აღნიშნულ სხდომაზე ბანერი გამოფინეს წარწერით – „კლანი უნდა წავიდეს!“ –  მათ ამ ფორმით გააპროტესტეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი.

პარლამენტში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილს გაითვალისწინებს “ქართული ოცნება.” დღესვე კანონმდებლებმა მეორე მოსმენით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სესიის დაწყებისას ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.