ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქართული პოლიტიკა ორ ფერად – შავად და თეთრად დაყო და ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ღიად არ მიაყენებს შეურაცხყოფას, შავებად გამოაცხადა. საკუთარ “ფეისბუქ ლაივში”, სადაც 14 აპრილის “კვირის აქცენტების” თემად სწორედ ეს საკითხი დაანონსა და რა თქმა უნდა, ყველა ის სიტყვა ახსენა, რომლითაც მდიდარია მისი მეტყველება, გვარამიამ ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ გარღვევა უკვე მოხდა, რადგან ივანიშვილთან დაკავშირებულ კენჭისყრა-გამოკითხვაში, რომელიც მან საკუთარ “ფბ” – გვერდზე მოაწყო, თვით გია ხუხაშვილმაც კი მიიღო მონაწილეობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ხმა მისცა.
გვარამიას განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი დღეს “ფეისბუქის” საშუალებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამგვარ კენჭისყრაში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობას და გვარამიას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ამის პასუხად ნიკა გვარამიამ ხუხაშვილის გამოკითხვის სქრინი დაუდო, სადაც ჩანს, რომ გამოკითხვაში გია ხუხაშვილს ნამდვილად აქვს მონაწილეობა მიღებული.
ახიცაა ხუხაზე! გვამრამია, რომ მეგობრად გეყოლება, გასაქცევადაც მზად უნდა იყო!
ახიცაა ხუხაზე! გვამრამია, რომ მეგობრად გეყოლება, გასაქცევადაც მზად უნდა იყო!