კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და ქალბატონ ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი შარშანდელი პოზიცია აბსოლუტურად სწორი იყო – ჩვენ ძალიან კარგი პრეზიდენტი ავირჩიეთ!” – წერ მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.