გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მცირე კამათი მოხდა. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.
ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ.
აღნიშნულ თემას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“სასამართლოს ბედით ვითომ გულდამწვარი ბესელია სისხლის უკანასკნელ წვეთამდე “ვილკის გასაყრელად ” მზად არის და სტრატეგიული საომარი პოზით აპირებს ირაკლი კობახიძე დააშინოს; ამისათვის შენ-ობით ფორმაში წყევლისა და შე-ჩვენებითი მუქარის ნაცად ტაქტიკას მიმართავს… არადა, ეშინია მას, ვისაც თავიდანვე ეშინია, ხოლო იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის…
…სასამართლოსაც, რასაკვირველია, ეშველება და ნამეტანი გულებსაც ნუ დაიხეთქავთ, მთლად ნუ გამონაცდებითა და ნურც გამობესელიავდებით ხალხოოოო! გაიცინეთ. გაიღიმეთ მაინც”, – წერს ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძინა: – “პოზაც იცის და პოეზიაცა.პროზაში ჭედამს”