“ახლა გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, რომელიც არასდროს გვქონია”

“ახლა გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, რომელიც არასდროს გვქონია”

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში მმართველი გუნდის სხდომა მიმდინარეობს.

მთავარი განსახილველი საკითხი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეიმუშავეს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  შესაძლოა უმრავლესობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც გამოცდების მოხსნას და ინტერესთა კონფლიქტს შეეხება იუსტიციის საბჭოში.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან აფართოებს წრეს ადამიანების, ვისაც მარტივად შეეძლება, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა ანუ, შესაბამისად ამას გავლენა აქვს პროცესზე. ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რომელიც შეეხება იმას, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად თუკი ამბიცია აქვთ და პრეტენზია რომ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ არც ერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებს პროცესში და ა.შ. ჩვენ ალბათ ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე ვენეციის კომისიის, რომ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური მდგომარეობა, რომელიც არ გვქონია არასდროს, როდესაც ერთდროულად ამდენი მოსამართლე არის უზენაეს სასამართლოში დასანიშნი და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით არის გამოწვეული, რომ ყველა ვაკანსიის ანუ იმდენი ვაკანსიის ათვისება მოხდეს, რამდენიც აუცილებელი არის უზენაესი სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის და თუ არის შესაძლებელი რომ ვაკანსიების ნაწილი არ იქნას დაკომპლექტებული ამ ეტაპზე და მაგალითად რაღაც პერიოდის შემდგომ ან სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს ამ გამოთქმულ აზრზეც გვექნება მსჯელობა,“- განაცხადა ჩუგოშვილმა.