თამარ ჩერგოლეიშვილი ნოტრ დამის აღდგენაში მონაწილების მიღების მსურველ ქართველ ბიზნესმენებს იცავს:
"დისკუსიას გადავაწყდი, ქართველმა ბიზნესმენმა ნოტრ დამს ფული რად შესწირაო. ეგ რა ავტორიტარიზმია ხალხო – ადამიანი თავის ფულს რას უზამს, თუ ტერორისტებს არ აძლევს და ბოროტებას არ აძლიერებს, ვისი რა საქმეა?
ეგრე ვუკონტროლოთ ერთმანეთს ჭამაში რამდენს ვხარჯავთ, ტანსაცმელში რამდენს ვხარჯავთ.
კი, ძალიან ბევრი გაჭირვებულია და ბევრს წამლის ფული არ აქვს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სწორედ იმიტომ ხდება ეს, რომ ადამიანებს თავისი ფულის თავისუფლად განკარგვა არ შეეძლოთ საქართველოში – ათწლეულების განმავლობაში.
სულ არ ვიცი რა კომპანიაა, მაგრამ ეგებ გაჭირვებულებსაც ეხმარება და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში უნდა შეიტანოს წვლილი?
ამასთან ვიღაცის გადახდილი 10 000 ევრო, მომავალში ჩადებული ინვესტიციაა – ჩვენ რომ რამე დაგვემართოს, საფრანგეთს მეტი მილიარდერი ჰყავს, რომ შესაბამისი ჟესტით გვიპასუხოს.
დაანებეთ სხვის ფულს თავი", - წერს ჩერგოლეიშვილი.