“უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პოლიტიკური შეთანხმება ,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, მიღწულია. ჩვენ დავიცავთ პირობას და ნახავთ, რომ ორი დღის განმავლობაში, სრულფასოვანი განხილვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ამ კანონპროექტზე გადაწყვეტილებას”,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ და ავსახავთ კანონპროექტში, დღესვე მოხდება კანონპრპროექტსი განხილვა, ხოლო ის რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს. კერძოდ, იყო საუბარი ინტერესთან კონფლიქტზე, რომელსაც გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს, ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად. მეორე საკითხი და განხილვა ეხებოდა გამოცდის თემას, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია აქ პირდაპირ არ მიგვითითებდა რომ გამოცდა გაგვეუქმებინა, ვიმსჯელეთ ამაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან. ახლა განახლდება პლენარულ სხდომაზე განხილვა და ამ ორ დღეს გამოვიყენებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების კანონპროექტზე მსჯელობდა.