ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მეუღლეს ლუბა ელიაშვილის ინტერვიუს პასუხობს. ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი სოციალურ ქსელში წერს: “ენას ძვალი არ ააქვსო ამ ქალზეა ნათქვამი! ეს არის ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ მეცხრე არხი დახურულიყო. მე, როგორც ყოფილ მეცხრე არხელს ნუ ამალაპარაკებ ლიუბა და ნუ მათქმევინებ ბევრ რამეს! შენ ის ქალი არ ხარ მასალას რომ მიკონტროლებდი და თითო სიტყვას წონიდი ბიძინაზე რაიმე კრიტიკული რომ არ გასულიყო?! შენ ის ქალი არ ხარ მივლინებების ფული (16 ათასი დოლარი) რომ არ გადამიხადე და საკუთარი მამის დაკრძალვაზე ვერ ჩავედი ვალების გამო?! შენ ის ქალი არ ხარ ივანიშვილმა შენს დას მანანას სააგენტო ინფო ცხრა რომ აჩუქა?! კიდევ მთავარი დამავიწყდა, როგორ გვიგზავნიდი მესიჯებს მოთხოვნით, რომ ბიძინასთვის მადლობა გადაგვეხადა ტელევიზიის დახურვის შემდეგ კომპენსაციები გადახდის გამო?! ამის მერე ვინმეზე რამეს როგორ ამბობ!” – წერს რუსუდან წერეთელი.
ცნობისათვის, რუსუდან წერეთელი “მეცხრე არხის” ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი იყო ამერიკაში 2012-2013 წლებში.
შეგახსენებთ, რომ ლუბა ელიაშვილმა „2020NEWS –სთან“ საუბარში ბიძინა ივანიშვილს მიმართა და გააფრთხილა, წყნარად ყოფილიყო, თორემ ალაპარაკდებოდა და იტყოდა, რატომ იყო ინვალიდი.