ვინ იბრძვის აფხაზეთში

ვინ იბრძვის აფხაზეთში "მთავარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის

ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბამ რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თემა ისევ წა­მო­წია. რო­გორც აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერს - რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი სიმ­შვი­დე ისევ და­ირ­ღვა.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მელ­საც რაულ ბარცბა, იგი­ვე “პიზა” მე­თა­უ­რობს, თა­ვის ნათ­ლუ­ლებ­თან - ას­ტა­მურ შამ­ბას­თან, იგი­ვე "ას­ტიკ­თან" და ალ­ხაზ ავი­ძ­ბას­თან ანუ "ხა­სიკ­თან" ერ­თად, გა­ლის რა­ი­ონ­ზე კონ­ტრო­ლი გა­და­ი­ბა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ, გალ­ში გუ­და­უ­თე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი” რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნი­თა და დიდი ოდე­ნო­ბით მხარ­დამ­ჭერ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც "პი­ზამ" გა­ლის რა­ი­ო­ნის "ობ­ში­ა­კის" მათი კლა­ნის­თვის გა­და­ბა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. ბოლო დრომ­დე გალს ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი "ჩირო გალ­სკის" ნა­თე­სა­ვი, გია შო­ნია აკონ­ტრო­ლებ­და. თა­ვად "ჩირო" ამ­ჟა­მად რუ­სეთ­შია და მას იქე­დან უჭერ­და მხარს.

საქ­მე ის არის, რომ ბოლო დროს "პი­ზას" გავ­ლე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გაძ­ლი­ერ­და, რა­მაც ის ერ­თგვა­რად წა­ა­ქე­ზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქარ­თველ ქურ­დებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მისი "კო­რო­ნა­ცია", ანუ "ქურ­დულ ოჯახ­ში" შეყ­ვა­ნა, სწო­რედ სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძი­სა და ხა­ჯიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და და მათ­ვე "მო­ნათ­ლეს". ჯან­გვე­ლა­ძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბით, ცი­ხი­დან ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლან­შია.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით,  ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ.