“ზუგდიდის არჩევნები ივანიშვილისთვის პირადი გამოწვევაა, რადგან იქ სააკაშვილის მეუღლე იყრის კენჭს

“ზუგდიდის არჩევნები ივანიშვილისთვის პირადი გამოწვევაა, რადგან იქ სააკაშვილის მეუღლე იყრის კენჭს"

"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შუალედური არჩევნები მოიგოს, მათ ჰყავთ მერები, სუსი-მუსი და მთელი ადმინისტრაციული აპარატი და ამ რესურსს აუცილებლად გამოიყენებს.

"თუმცა, შუალედური არჩევნები რომც მოიგოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგივე ვეღარ განმეორდება, იქ სულ სხვა პროცესები წავა"- ასე ეხმაიანება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშივილი 19 მაისს შუალედურ არჩევნებში ოპოზიციისა და ხელისუფლების გამარჯვების შანსებს.

"პოლიტიკაში არავინ ამბობს, რომ წააგებს, ყველა ამბობს რომ მოიგებს, მაგრამ შუალედური არჩევნები ბევრს არაფერს განსაზღვრავს და ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს ეს არჩევნები მოიგოს; მათ ჰყავთ მერები, სუსი, მუსი და მთელი ადამინისტრაციული აპარტი და ამ რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებს.

"რაც შეეხება ზუგდიდის არჩევნებს, ზუგდიდში არჩევნები პირადად ივანიშვილისთვის არის გამოწვევა, რადგან აქ კენჭს იყრის სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და მთელი რესურსი მიმართული იქნება იქითკენ, რომ სანდრა რულოვსი დამარცხდეს.

"თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არავინ იცის, როგორ დამთავრდება შუალედური არჩევნები. ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ შუალეური არჩევნები მოიგოს, თუ წააგებს, მაშინ ჩაითვლება რომ დამთავრდა და მხოლოდ გაფორმება დარჩება ხელისუფლების შეცვლის, ამიტომ ხელისუფთლება მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ შუალედური არჩევნები მოიგოს.

"თუმცა, რომც მოიგოს და გაუჩნდეს ილუზია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც მოიგებს, ეს ასე ვერ იქნება და იგივე ვერ განმეორდება, რადგან, იქ სულ სხვა პროცესები წავა.

"საზოგადოების მოლოდინს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება გამოჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა, ყველაფერი შესაძლებელია და შეიძლება მართლაც შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება, მაგრამ ასეთი ტიპის სერიოზულ გაერთიანებებს სჭირდება გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც არ ჩანს.

"ერთადერთ წარმატებას, რომელსაც ივანიშვილმა მიაღწია, ის არის, რომ კოალიციური პარტნიორები ჩამოიცილა და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" გააძლიერა, მხოლოდ ამაშია წარმატებული" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სოციალისტი ესეთი უნამუსო., უმადური...? - არა, არ გამიგონია!
6 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე ჯერ არ მინახავს და არ გამიგონია ვინმე წუხდეს, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, თუ გვენგრევა?
ოპოზიციას ისეთი გახარებული სახეები აქვთ, თან ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ დღე და ღამ გაყვირიან, არიქა ნახეთ!!! ოცნება სუსტი გამოდგა, ხრუსტალივით ჩაგვეფშვნა ხელში, მათ დაპირების მცირედიც კი ვერ შეასრულესო, ისე უხარიათ, თითქოს თბილისის დინამომ დაამარცხა ბარსა, იუვე, ლლივერპული, რეალი და კიდევ ერთხელ გავიდა ფინალში და ბაიერნს და მანჩესტერს ორივეს ერთად 22 კაცს 11-ტმა სძლია ერთ თამაშში, აიღო მსოფლიოს თასი, როგორც 1981-ში...
ამის მერე, მოდი და ენდეთ ესეთ ვაი პოლიტიკოსებს, რომლებსაც ახლის შეთავაზება არაფრის არ შეუძლიათ, ძველის გაგებაში არ არიან, მაგრამ მაინც ამაყად ამბობენ, ჩვენ უკეთესები ვიქნებითო.
ყველამ იცის ჩემი ზიზღი ბიძინას მიმართ მაგრამ. ეხლა მისი დამცველი ვხდები, მეცოდება ეს კაცი, დაუნახავ და მოღალატეებში აქვს საქმე, თვითონაც მაგარი ხიხოა და იმიტომ, მეცოდება რადგან ჩვენ ქართველებს ყველაზე კარგად ღალატი და ქართველის დაწიხვლა გვეხერხება. ღალატი!!!
დიდება ბიძინას!
ვაშა ოცნებას!
გაუმარჯოს თავისუფალ ადამიანებს!!!
6 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე ---
ნახევარ საქართველოს მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს, ანუ ზადაჩა ნომერი ერთი, თუ როგორ დავამარცხოთ ხიხო ბიძინა?!!
6 წლის უკან