დაგავიწყდათ ფრანგებმა როგორ გადაწვეს რუსეთი?

დაგავიწყდათ ფრანგებმა როგორ გადაწვეს რუსეთი?

რუსეთის „ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ის რუსი ბიზნესმენები გააკრიტიკა, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულების გაღების მზაობა გამოხატა.

„ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ,  პირველ რიგში უცხოელებისკენ რომ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა მზაობა გამოხატა თავისი კომპანიის შემოსავლების ნაწილი ნოტრ-დამის აღდგენას შესწიროს. დახმარების მზაობა ასევე გამოხატა „სბერბანკის“ თავმჯდომარემ,  გერმან გრეფმა.

სოციალისტი ესენი რუსი წამხდრებიბ არიან, ... ანუ გაფუჭებულები
6 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე მართალს ბრძანებს ბატო ნი ჟირინოვსკი.
6 წლის უკან