,,კობახიძის თავამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა ინტრიგნული გამოსვლა მგონია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი”

,,კობახიძის თავამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა ინტრიგნული გამოსვლა მგონია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი”

არ მგონია, რომელიმე დეპუტატს სიტყვით გამოსვლის პრობლემა ჰქონდეს – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ინტრიგნული გამოსვლა მგონია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი. ეს ძველი სიტყვა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, მაგრამ ეს პათოსიც იგივეა. არ შემიმჩნევია, რომ ირაკლი კობახიძეს რომელიმე დეპუტატისთვის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. არ მგონია, რომელიმე დეპუტატს ამის ნაკლებობა ჰქონდეს, მით უმეტეს, ეკა ბესელიას. შეიძლება, ზოგჯერ, რეგლამენტი სხდომის დროულად დაწყებაზე ირღვევა, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზები აქვს. სხდომის წაყვანა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხია”, – განაცხადა ვოლსკიმ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის კამათი მოხდა. ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.

 

კ ო მ ბ ლ ე ერთი ყლეა და მეორე ფათახი,
ხალხს მობეზრდა მათი აყალ-მაყალი,
გაასწორებდა გვეთქვა ხმამაღლა,
მაშინ, როდესაც სიკუტუკუმ ღეჭვა დაიწყო,
მის მძღოლმა შავმა ჯემალამ თურმე,
დროშები!
დროშები!
დუმებში თხარა!
6 წლის უკან