სახლში გამომცხვარი პური დარიჩინით

სახლში გამომცხვარი პური დარიჩინით

ინგრედიენტები

შაქარი - 1/3 ჭ ცომისთვის

კვერცხი - 2

საფუარი - 2.5 ჩ.კ

კარაქი - 6 ს.კ

რძე - 1 ჭ

შაქარი - 1/3 ჭ მოსაყრელად

ფქვილი - 3.5 ჭ

დარიჩინი - 2 ს.კ

მარილი

მომზადების წესები

ცხელ რძეში ჩავადნოთ კარაქი, დავამატოთ საფუარი და დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ შევურიოთ კვერცხი. ბოლოს კი შაქარი

ფქვილს დავამატოთ მარილი და ნაწილ-ნაწილ შევაზილოთ საფუვრიან რძეს. კარგად მოვზილოთ და დავდგათ ასაფუებლად.

ცომი ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ. შაქარი და დარიჩინი შევურიოთ და მოვაფრქვიოთ ცომზე, შემდეგ კი რულეტივით გადავახვიოთ.

ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ პურის საცხობ ფორმაში, თავზე გადავაფაროთ და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გადავუსვათ კვერცხი და გამოვაცხოთ 40 წთ 150 გრადუსზე.