მორიგი თავდასხმა „ქართული ოცნების

მორიგი თავდასხმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე(VIDEO)

მორიგი თავდასხმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე, რომელიც ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მოხვედრით დასრულდა. კოალიციის მომხრეებს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი რესტორანში მოხდა. მიზეზი კი ქართული ოცნების გამარჯვებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო გახდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ სადღეგრძელოს ავტორები სცემეს. დაზარალებულები თავდამსხმელებს შორის კუდისა და სოდის თანამშრომლებს ასახელებენ. ერთ-ერთი ნაცემის მეუღლეკი იხსენებს, რომ ადგილზე მყოფ პატრულის მომხდარზე რეაგირება საერთოდ არ მოუხდენიათ.