ზუგდიდის 67-ე ოლქში არჩევნები არ გადაიხედება. რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოალიცია შედეგების გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ, რომელსაც მოსამართლეები, დავით კეკენაძე, ირაკლი აბშილავა და ნატრული აკობია უძღვებოდნენ, მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ მიიღო. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვიდეომასალაც კი წარმოადგინა, სადაც კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული კონკრეტული დარღვევები იყო ასახული. ერთ-ერთმა მოწმემ კი ღიად თქვა, რომ 94--ე საარჩევნო უბნის გარეთ სოფლის რწმუნებული იდგა, რომელსაც ამომრჩევლები უბანზე ორგანიზებულად მიჰყავდა. მოწმემ ისიც განაცხადა, რომ უბანთან დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავაც ნახა. მოსამრთლეებმა 44-ივე მოწმის, მათ შორის "ნაციონალების" საიდუმლო შტაბის წევრ ხვიჩა ჟორდანიას დაკითხვაზე უარი განაცხადეს, ჟორდანიამ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გაყაბებასა და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებაში ღიად დაადანაშაულა. ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიის აცილების საკითხი რამდენჯერმე დააყენეს, თუმცა ამ შუამდგომლობსაც უარი მოჰყვა.