თბილისში კიდევ ერთი საიდუმლო დოკუმენტაცია გაანადგურეს(VIDEO)

თბილისში კიდევ ერთი საიდუმლო დოკუმენტაცია გაანადგურეს(VIDEO)

თბილისში კიდევ ერთი საიდუმლო დოკუმენტაცია გაანადგურეს. პირადობის მოწმობების ასლები, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის სახელზე დაწერილი წერილები და კონკრეტული პირის პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ქაღალდები ამჯერად გლდანში, ნაბთობსადენის 58-ე კილომეტრზე დაწვეს. თუმცა განადგურებას გადარჩენილი რამდენიმე მტკიცებულება კამერამ მაინც დააფიქსირა. ,,ნეიტრალური", ოპოზიცია, საეჭვოა-ასეთი სტატუსები გასდევს საიდუმლო სიებში ჩამოთვლილ ადამიანებს. იურისტები კანონდარღვევაზე საუბრობენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. არჩევნების შემდეგ ეს დოკუმენტაციის განადგურების პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი სიები მეცხრე არხმა 2 ოქტომბერს გლდანის ნაგავსაყრელზეც იპოვა, რამდენიმე დღეში კი საეჭვო საბუთები ლისის ტბაზეც დაწვეს.