არჩევნების წაგების შემდეგ  სააკაშვილი ძალაუფლების გაძლიერებას რეგიონებშიც იწყებს(VIDEO)

არჩევნების წაგების შემდეგ სააკაშვილი ძალაუფლების გაძლიერებას რეგიონებშიც იწყებს(VIDEO)

საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალაუფლების გაძლიერებას რეგიონებშიც იწყებს. გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობები ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის" დასაყრდენად რჩება.
პრეზიდენტს მოქმედი კონსტიტუციით აქვს უფლება დანიშნოს მისთვის სასურველი გუბერნატორი. „ნაციონალურ მოძრაობა" ასევე აკონტროლებს რეგიონულ თვითმმართველობებს და ცდილობს გუბერნატორებისა და მერების თანამდებობებზე სასურველი კანდიდატები დანიშნოს. ამჯერად ხმაური ქუთაისის ახალი მერის არჩევა მოჰყვა.