„საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მხოლოდ განწყობისა და ერთიანობის საფუძველზე შეიძლება, მაგრამ პარტიული ორგანიზაციისთვის ასეთი ერთიანობა არაა საკმარისი…ისევე, როგორც ბევრ სხვა ჯგუფს, „დაიცავი საქართველოს“ შანსი აქვს“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მიერ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული შეკრება, რომელსაც საზოგადო მოღვაწეების გარდა პოლიტიკოსები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძეც და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.
„რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ „დაიცავი საქართველოს“ აქვს პერსპექტივა მმართველი და ყოფილი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ორგანიზაციად, ამისთვის კი გარკვეული რესურსებია საჭირო:
„მოძრაობას „დაიცავის საქართველო“, ისევე როგორც ბევრ სხვა ჯგუფს, შანსი აქვს. რაც შეეხება „დაიცავი საქართველოს“ მესამე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას, ანუ პოლიტიკურ ორგანიზაციად მის დაარსებას, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მხოლოდ განწყობისა და ერთიანობის საფუძველზე შეიძლება, მაგრამ პარტიული ორგანიზაციის შექმნისთვის ასეთი ერთიანობა არაა საკმარისი და ამას დიდი, სერიოზული ორგანიზაციული მუშაობა სჭირდება.
„აქვს თუ არა ეს ორგანიზაციული რესურსი ამ ჯგუფს, რომელსაც უდავოდ, ჰქონდა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის უნარი, საკითხავია. როდესაც ზურაბიშვილის არჩევნების (საპრეზიდენტო არჩევნების) მეორე ტურში მოსახლეობის მობილიზაცია გახდა საჭირო, ამ მოძრაობის დიდმა ნაწილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი არჩევნების შედეგებში.
„ასე რომ, უნარი ბევრი რამის აქვთ, ხოლო პარტიული ორგანიზაცია, ადმინისტრირება, მენეჯმენტი - რომელ სახელს დავარქმევთ, სულერთია - თავისებურ რესურსებს მოითხოვს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, „დაიცავი საქართველოს“ შაბათის შეკრებას თავად ესწრებოდა და გულშემატკივრობს კიდეც მათ:
„მე ვიყავი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე ფილარმონიაში. დიდი სიამოვნებით წავედი, მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრს ვიცნობ მათ შორის და ვგულშემატკივრობ“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)