სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მოსაცდელში ვიჯექი. ორი შუახნის ქალბატონი შეხვდა ერთმანეთს. ერთს სავარაუდოდ, შვილი ახლდა. ტრადიციული საუბარი გააბეს. ფეხზე დიდხანს იდგნენ, მერე მიხვდნენ, რომ სასაუბრო ბევრი ჰქონდათ, ჩამოსხდნენ... ერთი ამბობდა, რომ კარგად არის. აეწყო, შვილებმა ოჯახი შექმნეს.
უფროსი ევროპაში ცხოვრობს. თან სწავლობს, თან მუშაობს. ოჯახის გარდა მშობლებსაც არჩენს... მისი წყალობით წელიწადში ორ კურორტს იცვლის. "საშოპინგოდ" პარიზში, ან მილანში დაჰყავს... მოკლედ, სადარდებელი არაფერი აქვს...
ვისაც შვილი ახლდა, არც ის დარჩა ვალში... მართალია, ბევრი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ ნათესავების ჯინაზე, ფეხზე მყარად დადგა... სამათხოვრო არაფერი სჭირს... ქმრის მხარემ ისეთი ჯოჯოხეთი გამოატარა, მშივრები რომ მოკვდნენ, ლუკმა პურს არ გაუწოდებს... ისიც სულ მოგზაურობს, ახალ წელს უფროსმა ვაჟმა პარიზში წაიყვანა და იქ აღნიშნეს... ბავშვს ვაკვირდებოდი, რომელიც დედას ყბადაღებული უსმენდა... თ
ან მოსაუბრე ქალბატონმა ვერ გაუძლო ამ საოცარ ისტორიებს. საათს დახედა, საქმე მოიმიზეზა, დაემშვიდობა და გაიქცა... ბავშვმა სკამზე ჩამომჯდარ დედას ახედა და ჰკითხა... ვის ისტორიებს უყვებოდიო...
აბა რა ეგონა, მან თუ იცის ტყუილები, მე არანაკლები ვიციო, უპასუხა დედამ... სულ გადამავიწყდა, იქ რაზე ვიყავი მისული... გაოგნებული გამოვედი გარეთ... P.S. ღმერთო, ეს სამყარო აშკარად არ არის ის, რომელსაც შენ ქმნიდი!.." - წერს მამა პეტრე.