"ქართული ოცნებიდან" ადამიანების წამოსვლა გაგრძელდება“, - განუცხადა "2020NEWS"-ს თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ კონკრეტული ადამიანების ვინაობას, ვინც მმართველ პარტიას დატოვებს.
"საუბარია ყველა იმ დასაყრდენ ადამიანზე, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ. ცოტა ხანში ისინი საჯარო განცხადებებს გააკეთებენ და ყველა ნახავს, როგორ ამბობენ ეს ადამიანები მორალური პრინციპებიდან გადახვევაზე უარს, როგორ ეუბნებიან უარს იმ გუნდს, რომელმაც ხალხს სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურში დაპირების მიუხედავად, ახალი წელი მურუსიძე-ჩინჩალაძით მიულოცა.
ბიძინა ივანიშვილმა კი არა, სულ რომ მამაოებმა იქადაგონ, მურუსიძე-ჩინჩალაძეები ვერასოდეს იქნებიან რეჟიმის მსხვერპლების რანგში. მსხვერპლი მურუსიძე კი არა, სანდრო გირგვლიანია. ვერც იმას შეეგუებიან, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ფლაგმანები მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი იყვნენ, რომლებიც ჩვენ ადეიშვილის კარზე გვახსოვს.
ესენი არიან ჩვეულებრივი მედროვე ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქით ხტუნაობენ და შეეცდებიან, ყველა ხელისუფლებას მოერგონ. დარწმუნებული ვარ და მაქვს ინფორმაცია, რომ როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე საკრებულოებში, როგორც თბილისში ისე რეგიონებში, "ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც სიმართლის მხარეს გადმოვა“, - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ახალ პოლიტკურ პარტიაში, რომლის შექმნასაც ისინი გეგმავენ, "ქართული ოცნებიდან“ წამოსული პირების გარდა იქნებიან თუ არა სხვა სახეები, ჯაბა ჯიშკარიანი პასუხობს:
"ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. დღესაც მე არავინ დამიპატიჟებია. ვინ იქნება ახალი პარტიის თავმჯდომარე, ამას დრო და პროცესი გამოაჩენს“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.