რამე ვალდებულება მაქვს, რომ

რამე ვალდებულება მაქვს, რომ "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე ვიყო?

რამე ვალდებულება მაქვს, რომ "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე ვიყო? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დავით მაღრაძის ინიციატივით ფილარმონიაში გამართულ შეკრებას.

"რამე ვალდებულება მაქვს რომ იქ ვიყო? ახლა სამძიმარზე მივდივარ“, - განუცხადა ოქრუაშვილმა "2020NEWS“-ს. ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა მიწვეული "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე.

ცნობისთვის, ფილარმონიაში ამ წუთებში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრება მიმდინარეობს.