ღვიძლის ტორტი

ღვიძლის ტორტი

ინგრედიენტები

ნიორი - 4-6 კბილი

მაიონეზი - 250 გ

ზეთი - 100 გ

კვერცხი - 4

რძე - 150 გ

ფქვილი - 200 გ

ხახვი - 4

სტაფილო - 4

ღვიძლი - 2 კგ

მომზადების წესები

გარეცხილ-გასუფთავებული ღვიძლი გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ 4 კვერცხი, რძე, 100 გ ზეთი, ფქვილი, მარილი და პილპილი. კარგად ავურიოთ და მიღებული ცომისგან გამოვაცხოთ რამოდენიმე ბლინი საშუალო ზომის ტაფაზე (20-22სმ). უფრო მოხერხებულია, თუ ორ ტაფას გამოვიყენებთ: ერთ ტაფაში რომ გამოცხვება ერთი მხრიდან, ბლინს პირდაპირ მეორე ტაფაში გადავაბრუნებთ, ასე უფრო მოსახერხებელია და ბლინიც არ გატყდება.

მაიონეზში გემოვნებით დავამატოთ ნიორი.

გახეხილი სტაფილო და ხახვი ცოტაოდენ ზეთში მოვშუშოთ. ღვიძლის ბლინები დავალაგოთ ერთმანეთზე, თან ძალიან თხელ ფენად გადავუსვათ მაიონეზი და ზედმეტი ცხიმისგან გადაწურული მოშუშული სტაფილო.

ზემოდან მოვრთოთ მწვანილით.