პოლონეთმა და ესტონეთმა ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს

პოლონეთმა და ესტონეთმა ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს

პოლონეთმა და ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გემზე ანექსირებული ყირიმის საზღვაო აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ანექსირებული ყირიმიდან წამოსულ გემზე მყოფ კურსანტებს, რუსული პასპორტები ჰქონდათ, რის გამოც პოლონეთმა გემის მიღებაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით, კომენტარი გააკეთეს საგარეო საქმეთა სამინისტროებშიც. უწყებებში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ესტონეთი და პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და გმობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.