კბილები ბიძინა ივანიშვილმა ჩაგისვათ, დაახლოებით ასეთი გახდა ყოფილი ხელისუფლების მიდგომა იმ პროექტებზე, რომლებიც არჩევნების წინ სააკაშვილისთვის აქტუალური იყო.
საპრეზიდენტო პროექტი „ღიმილიანი საქართველო" ჭიათურაში დაგეგმილზე ადრე დასრულდა. პროექტის შეწყვეტის გამო კი, ადგილობრივები კბილების გარეშე დარჩნენ. კბილების უფასოდ ჩასმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოასწრო. „ღიმილიანი საქართველოს" ხელმძღვანელი პროექტის შეჩერებას მთავრობის შეცვლას უკავშირებს, თუმცა ავიწყდება რომ ეს პრეზიდენტის პროგრამა იყო, პრეზიდენტი კი საქ-ში არ შეცვლილა