ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დიალოგის პირობებს ასახელებს

ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დიალოგის პირობებს ასახელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელახალი დიალოგისთვის მზადაა. წინაპირობად კიმ ჩენ ინი „მართებულ დამოკიდებულებას“ ასახელებს. ამის შესახებ BBC წერს.


კიმ ჩენ ინის განცხადება დღეს, 13 აპრილს ჩრდილოკორეულმა მედიამ გაავრცელა.


სატელევიზიო გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეეცადა დონალდ ტრამპი დაერწმუნებინა, რომ ის გარიგება გაითვალისწინოს, რომელიც „სამართლიანი“ და ორივე ქვეყნისთვის მისაღებია.


ორი ქვეყნის ლიდერები პირველად სინგაპურში შარშან წელს შეხვდნენ. ტრამპი-კიმის მეორე სამიტს თებერვალში ვიეტნამის დედაქალაქმა ჰანოიმ უმასპინძლა, სადაც ბირთვული განიარაღების შესახებ სამოქმედო პროცესი წარუმატებლად დასრულდა.