დავით მაღრაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიზნები იდეაში ერთმანეთს ეთხვევა,

დავით მაღრაძისა და ბიძინა ივანიშვილის მიზნები იდეაში ერთმანეთს ეთხვევა,

„დავით მაღარაძის მიერ ამ შეხვედრის დაანონსება ძალიან საყურადღებო მოვლენაა - იმ ადამიანის მიერ, რომელსაც თავის დროზე ეთხოვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, იმ მხარდაჭერის გაძლიერება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეპოვებინა.

„მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ მოწოდებების შედეგად „ოცნების“ შემომატებულმა მხარდაჭერებმა უზრუნველყვეს დამარჯერებელი გამარჯვება. როდესაც ეს ადამიანი აცხადებს, რომ მისთვის აღარ არის მისაღები ეს მოცემულობა, ცხადია, საყურადღებოა,“ - ასე აფასებს დეპუტატი რომან კაკულია მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც პოეტმა დავით მაღრაძემ დააანონსა.

კაკულია „რეზონანსთან“ საუბრისას დავით მაღრაძის როლსა და მიღწევაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც, მისი თქმით, მაღარძის მიერ „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერის დროს გამოიკვეთა.

„რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბატონი დავითის მიერ დაანონსებული მიზანი და ბიძინა ივანიშვილის მიზანი იდეაში ერთმანეთს ეთხვევა. დავით მაღრაძეს უნდა, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს ისე, რომ  არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ბიძინა ივანიშვილს ოდნავ განსხვავებით უნდა, რომ თვითონ წავიდეს პოლტიკიდან, ოღონდ დარჩეს ისეთი მოცემულობა, რომელიც არ შეიცავს „ნაციონალების“ მობრუნების მოცემულობას, მაგრამ ასევე წარმოადგენს იმ „ქართულ ოცნებას“, რომელიც უფრო მეტი პოტენციალის მატარებელია,“ - აღნიშნა კაკულიამ.

მისი განცხადებით, დღეს „დაიცავი საქართველოს“ პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა იგი პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენას ელოდება:

„პოლიტიკური პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინ იქნებიან მის უკან და ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს ყველაფერი გამოჩნდება სწორედ იმ ადამიანების კვალიფიკაციით, რომლებიც მივლენ მასთან.

„ყველა საუბრობს დღეს მესამე ძალის შექმნაზე. გამოსავალი უფრო მეოთხე ძალაში მგონია, რომელიც მესამე ძალის კონფიგურაციად ჩამოყალიბდება. ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ძალა, რომელიც ერთამენთში გააერთიანებს აბსოლუტურად სუფთა წარსულის, მკაფიო მიზნებისა და იმ უნარების მქონე ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფოს მართვა შეუძლიათ.

„რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ბატონ დავითს წარმატებას ვუსურვებ. მისი ჩათვლით სხვებიც ჩემგან პატივისცემის გარდა არაფერს იმსახურებს.

„არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ რადგან პრობლემები შეიქმნა, ყველამ წიხლი უნდა დავაჭიროთ „ოცნებას“. ჩვენი მოვალეობა, ვინც შიგნით ვართ, ამ წუთას სხვა რამეა, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური გემოვნება შეიძლება მქონდეს. რადგან ერთხელ მოვედი „ქართულ ოცნებაში“ 2016 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რაღაცას შეიძლება მაშინ ყურდაღება არ მივაქციე და დღეს შეიძლება არ მომწონდეს, მგონია, რომ პასუხსიმგებელი ვარ ამ ყველაფერზე,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.