"მინდა „ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ “ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდეს"

მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერის დავით მაღრაძის აზრით, “ქართული ოცნება“ იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობოდა "სწორედ ამიტომ მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს", - აღნიშნა მან.

მაღრაძის თქმითმას აქვს სურვილი, რომ ხვალიდენლი დღე დაიცვას და გაათავისუფლოს დაპირისპირებისგან, რომელიც ყოველგვარი შინაარსისგან ჩამოიცალა.

“ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო. ეს არის ფაქტი. ნდობა ხომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა “360 გრადუსში“ მაღრაძემ.