"თუ, პოლიტიკოსი ხალხის სასურველ განცხადებას გააკეთებს, მისი წარსულის გახსენება ხალხს აღარ მოუნდება, მთავარია, რა პლატფორმით წამოაყენებს თავის პარტიას ოქრუაშვილი," - ასეთია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის კომენტარი თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პოლიტიკური გუნდის შექმნაზე.
" ხალხის სანდოობა არ არის იმაზე დამოკიდებული, რომ ადამიანი იცვლის პოზიციებს. ჩვენ გვახსოვს, რომ პოზიციები სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამაც შეცვალეს. ჯერ შევარდნაძის მომხრეები იყვნენ, შემდეგ მისი ოპონენტები. თუკი პოლიტიკოსი ხალხის სასურველ განცხადებას გააკეთებს, მისი წარსულის გახსენება ხალხს აღარ მოუნდება, მათავარია რა პლატფორმით წამოაყენებს თავის პარტიას ოქრუაშვილი," - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ოქრუაშვილს მაშინ ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი და უყურებდნენ როგორც გმირს, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს სააკაშვილის მხილება დაიწყო.
"მაშინ მას უყურებდნენ, როგორც გმირს, ოღონდ ეს სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა და იმის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა დაიჭირა, ოქრუაშვილმა შეცვალა თავისი რიტორიკა და შეუპოვრობაც. მას შემდეგ ამ პოლიტიკოსის თემა ჩაქრა და შემდეგ მის შესახებ თემის წამოწევა აღარც მახსენდება," - ამბობს საყვარელიძე.
"იმდენად არ ჩანდა პოლიტიკაში მთელი ეს ხანი და იმდენად არ მსჯელობდნენ მის შესახებ, რომ ვის აქვს მისადმი სიმპატია ან ანტიპატია და ვინ იქნება მის გუნში, მსგავსი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპისთვის ძნელია," - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიაში თუ სწარაფად განხორციელდა ცვლილებები, ეს იმოქმედებს ნებისმიერ სხვა პარტიაზე და მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შექმნაზეც.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების პროცესშია და მაქსისმუმ ერთ თვეში წარადგენს მათ.
"ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები, საინტერესო გუნდის ჩამოყალიბების დასრულებისკენ მივდივართ. ალბათ, რამდენიმე კვირა კიდევ საჭირო იქნება და მერე უკვე საჯაროდ გეგმებზე განვაცხადებთ... ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ივანიშვილის ქცევებზე. ააჩქარებს მოვლენებს, ავჩქარდებით ჩვენც."