„არგონია, რომ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები მოიგოს. რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის დრო, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული შანსები ზუგდიდში აქვთ, უკვე დასრულდა. ამიტომაც, არამგონია სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი გახდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძვნებელი კახა მიქაია ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" მიერ წარდგენილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის შანსებზე კომენტირებისას.
12 აპრილს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, მიქაია აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები ასახვას ჰპოვებს, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.
„ეს დაპირისპირება ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოიტანს, არც 2020 წლისთვის და არც შემდგომი პერიოდში. ამიტომ, დროა მსგავსი დაპირისპირება დასრულდეს და ქვეყანა განვითარდეს. მათი დაპირისპირება ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
„მეეჭვება, რომ მმართველი გუნდი 2020 წლამდე დაიშალოს, მაგრამ 2020 წელს არა მხოლოდ „ქართული ოცნება," „ნაციონალური მოძრაობაც" მოხდება პარლამენტში. მანამდე, 2020 წლამდე არ ველოდები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მითუმტეს „ქართული ოცნების" დაშლას," - აცხადებს ის.
დეპუტატების ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის მიერ „ქართული ოცნების" დატოვებას, მიქაია ასე აფასებს:
„ამ ადამიანების მხრიდან „ქართული ოცნებიდან" გასვლა, რეალურად „ოცნების" დაშლას არ გულისხმობს. შეიძლება „ოცნება" დასუსტდეს, მაგრამ იმის ილუზია, რომ დაიშლება, არ მაქვს," - აღნიშნა მან.
გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის" ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული გზით ჩატარებას გულისხმობს, მიქაია ამობს, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, რადგან ეს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენს.
„ეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვაა, ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენს იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
„ამ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობის" კონტექსტში არ განვიხილავ. ეს საზოგადოების მოთხოვნაა და თუ საზოგადოება მობილიზებული იქნება, რა თქმა უნდა, ამის მიღწევა არის შესაძლებელი. საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე 2020 წელს არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით მოხდეს," - განაცხადა კახა მიქაიამ.