ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა დღეს ტელეკომპანია ,,იმედის"ეთერში გააკეთა.
გირგვლიანის საქმის შესახებ საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა გაიხსენა გირგვლიანის საწინააღმდეგო შესწორებებზე კენჭისყრის შედეგები და ჩამოთვალა გვარები, მათ შორის ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და კიდევ არაერთი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შალვა შავგულიძე კენჭს იყრის მთაწმინდაზე.
,, მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე. ძალიან გთხოვთ ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს, რომელმაც დღეს დებატებზე უარი განაცხადა და კითხოთ რა არის პასუხი კითხვაზე რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ხალხთან ერთად კენჭისყრა. მან თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს",- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა