"ეს სამინისტრო ზღაპრებს ყვება " (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებული კომპოტირებადი მარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზაციაზე მსჯელობენ, სხდომას პოლიელითენის პარკების მწარმოებლებიც ესწრებიან.  ახალ რეგულაციებზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მოხსენებით გამოდის. მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ.

სამინისტრო ზღაპრებს ყვება, თუ რატომ აიკრძალა პოლიეთილენის პარკები. „საინტერესოა, ვის ინტერესებს ატარებს სამინისტრო“,-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობენ პოლიეთილენის პარკების აკრძალვის ისტორიაზე და არა იმის თაობაზე, აპირებენ თუ არა ამ პროცესის დროებით შეჩერებას ან გადადებას.

სხდომაზე მყოფი მეწარმეები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ახალი რეგულაციის თანახმად, პირველი აპრილიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზება აიკრძალა.