,,ხვალ ფილარმონიაში ისეთი ხალხი იყრის ერთად თავს, მთელი ეს წლები ერთმანეთის გინებით რომ იყვნენ დაკავებულები”

,,ხვალ ფილარმონიაში ისეთი ხალხი იყრის ერთად თავს, მთელი ეს წლები ერთმანეთის გინებით რომ იყვნენ დაკავებულები”

პარტია ,,ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ყუფარაძე, სოციალურ ქსელში ახალ შექმნილი პარტიის  ,,დაიცავი საქართველოს ” მიერ, 13 აპრილს, დაანონსებულ  ყრილობას გამოეხმაურა.

,,ხვალ ფილარმონიაში რო იკრიბებიან ის ხალხი, ვისგან იცავენ საქართველოს? ივანიშვილისგან? ეს ის ხალხი არაა ივანიშვილისგან უსაქმურობაში რო იღებდნენ ფულებს?

(ყველაზე არ მაქ საუბარი)  თან ისეთი ხალხი იყრის ერთად თავს, მთელი ეს წლები ერთმანეთის გინებაში და ერთმანეთზე ფეხის დადებით რო იყვნენ დაკავებულები, იმან არ მაჯობოს და ამან არ მიაღწიოს წარმატებასო…ბევრი ოცნებაზე განაწყენებული და ბევრი გულნატკენი მივა იქ მაგრამ მალევე დარწმუნდებიან რო ვიღაცას მხოლოდ მათი გამოყენება უნდა თავისი ამბიციებისთვის და მეტი არაფერი “ – წერს გიორგი ყუფარაძე