,9 აპრილი იყო ის დღე, როდესაც ჩვენ, ყველა ერთად ვიყავით, როდესაც ჩვენ ყველანი გმირები ვიყავით, ისინი ვინც იქ ვიყავით, ისინიც ვინც არ იყვნენ, ისინი, რომლებიც ჯერ დაბადებულნიც კი არ იყვნენ… მაშინ, 9 აპრილმა ჩვენ გმირების წოდება მოგვანიჭა, გმირების სახელი და ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ჩვენ მოვუგეთ ძალიან დიდ მონსტრს, ოკუპანტ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი დამპყრობა სურდა, ჩვენ მაშინ პირველად და სამწუხაროდ უკანასკლნელად გავიმარჯვეთ. და მას შემდეგ 9 აპრილი არის გამარჯვების დღე, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა…,” – ასე შეაფასა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პრაიმშოუ”.
30 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.