ორი დღის წინ თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზე განათავსეს.
სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება და გახშირებული ავტოავარიების პრევენციას ემსახურება.
თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს.
აღნიშნულ კამპანიას ყოფილი ტელეწამყვანი, რადიოწამყვანი და მოდელი გიორგი ნაზღაიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე აფასებს:
“ამათ მემგონი მართლა ღრმად აქვთ.შთაბეჭდილება მრჩება თბილისი საკუთარი სოფლის ეზო გონიათ.
პ.ს ღმერთო ასეთი რა დანაშაული გვაქვს რომ საღად მოაზროვნე ხალხს ასე გვსჯი?”– დაწერა ნაზღაიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
როგორც შსს-სა და თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან.