“პოლიტიკა კარტი არაა, რომ “წომნი” ითამაშო”

“პოლიტიკა კარტი არაა, რომ “წომნი” ითამაშო”

პოეტმა დათო მაღრაძემ ვერის ბაღში გამართული ბრიფინგიდან 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდა.

2019 წლის 14 მარტს მაღრაძემ განაცხადა, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” გააქტიურდება. დავით მაღრაძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს მისი დამსახურებების გამო, თუმცა განმარტა, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.

ფილარმონიაში დაგეგმილ შეკრებაზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მიიწვიეს, თუმცა, მისი განცხადებით, ყრილობას არ დაესწრება. ამის შესახებ  ხოფერიამ ცოტა ხნის წინ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა და უარის თქმის მიზეზი განმარტა:

“მადლობა “დაიცავი საქართველო”-ს მოწვევისთვის!  სამწუხაროდ, არ დავესწრები, რადგან ვერაფერი გავიგე – მიზანს ვერ ჩავწვდი, მიზეზიც არასაკმარისი აღმოჩნდა.

პოლიტიკა კარტი არაა, რომ “წომნი” ითამაშო. და, საერთოდაც, ცუდი “რასკლადია”!

კრებსითი ზარდიაშვილების მხარდაჭერაც ღირსება-უღირსობის ზღვარზე გადის…  აჭერით კალოდა და ხელმეორედ ჩამოარიგეთ…”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.