ადგილობრივების თქმით, წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება

ადგილობრივების თქმით, წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. ადგილობრივების თქმით, წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება, რის გამოც ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებოდ იყენებენ.

მათივე განმარტებით, დაახლოებით ექვსი თვეა რაც წყალი სოფელში შემოიყვანეს და ფაქტობრივად ვერ იყენებენ. პრობლემის მიზეზად ადგილობრივები რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ.

მათ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება სთხოვეს. წყლის სინჯები უკვე აიღეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.