ამოყირავებული მანქანები ხაშურშიც გამოჩნდა

ამოყირავებული მანქანები ხაშურშიც გამოჩნდა

დედაქალაქის შემდეგ, ბოძებზე შემდგარი ამოყირავებული მანქანები ხაშურის მუნიციპალიტეტშიც გამოჩნდა.

ქალაქის შესასვლელთან და სოფელ გომში მანქანები გუშინ დამონტაჟდა.

ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ავტომობილებია განთავსებული საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურში აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, არ იციან თუ ვინ განათავსა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ბოძებზე ამოყირავებული ავტომობილები.