ბათუმში დეპუტატებმა მეორედ სცემეს ერთმანეთი -

ბათუმში დეპუტატებმა მეორედ სცემეს ერთმანეთი - "ნაცმოძრაობის" წევრი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს უკვე მეორედ ერთმანეთს ისევ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების" წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის" წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელსაც დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს.

როგორც ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მას „ქართული ოცნების" წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული.