პრემიერის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

პრემიერის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას მალე გახდება ცნობილი.

"მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამიანი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისთვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება. ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრემიერის ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.