"ნაციონალური მოძროაბის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანი წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც, მისი თქმით, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ჩანან, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიმართ ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ.
მან ასევე, წარადგინა სამხარეო პოლიციიის თანამშრომლების მიმოწერა, თუ როგორ გეგმავდენ ხელის შეშლას, მერობის კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
წითლიძე იმ პირებსაც ასახელებს, ვინც, მისი თქმით, სანდრა რულოვსს უთვალთვალებს.
„ერთ-ერთი არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია. ეს ადამიანები არიან ფორმის გარეშე და დაგვყვებოდნენ ჯერ ნარაზენში, შემდეგ ურთაში. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყვნენ ისინი. ვთხოვეთ დაესახელებინათ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ გვითვალთვალებდნენ, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და იმის ნაცვლად, რომ დაეკავებინათ ისინი, დაგვაკავეს ჩვენ. ნარაზენის ინციდენტში უშუალოდ მონაწილობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია მიმოწერა, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია აძლევს დავალებას პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და ჩანს, რომ პირდაპირ კანდიდატზე ხორციელდება თვალთვალი. კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლა სცადეს სოფელ ურთაში „ქართული ოცნების" შტაბის უფროსმა ლევან მალანიამ და ცოტნე ქორთუამ, რომელიც არის ერთ-ერთი წევრი. ასევე მთელი დღის განმავლობაში სანდრა რულოვს მთელი დღის განმავლობაში დაყვებოდნენ ოცნების აქტივისტები, - თქვა წითლიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.