ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეუსბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მურუსიძე არის ნაგავი - და ეს სხვა საკითხია! მაგრამ ის, რომ შავგულიძემ განგებ არ დაწერა საჭირო ვადებში აპელაცია და რომ მას და მის ოჯახობას, სწორედ უგულავას შუამდგომლობით, "ნაცებისგან" ამაში დიდი მაყუთი ჰქონდათ აღებული - ეს მართლა პირველად გესმით? მე რამდენადაც მახსოვს ეს ბრალდება მის მიმართ მაშინვე იყო და თუ არ ვცდები სწორედ მოსამართლემ ანუ, მურუსიძემ განაცხადა ეს მაშინ, რომ აპელაცია არის დაგვიანებული და კანონით მე ვერ დავაბრუნებ საქმეს ხელახალ გამოძიებაშიო! ხოლო გარკვეული პირების მიერ პირდაპირ გამოითქვა ეჭვი, რომ ეს შავგულიძემ განგებ გააკეთა "ნაცების" დაკვეთით.
მოგვიანებით, სტრასბურგის მოგების შემდგომ რომ პრესკონფერენციის გამართვას ითხოვდა გირგვლიანის ოჯახი და მას პირდად ლუბა ელიაშვილი უხეშად პასუხობდა - "ჩემი ქმარი იურისტია და არა პოლიტიკოსი, რომ პრესკონფრენციები ატაროს. მან პროცესი მოიგო და ახლა გინდა პრესკონფერენცია ჩაატარეთ და რაც გინდათ ის ქენითო" - ამის მოწმე მე თავად ვარ.
მხოლოდ წელიწადნახევრის მერე, 2011 წელს გამართა შავგულიძემ ამ თემაზე პრესკონფერენცია, ანუ მაშინ, როცა ბიძინას წინაშე კეკლუცობა დაჭირდა! ისიც ფაქტია, რომ გირგვლიანის საქმის წარმოების წლებში შავგულიძის ოჯახმა მკვეთრად გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა. არ არის ძნელი ამის გახსენება და ფაქტია - რომ ბიძინას დღეს სწორედ ის ნაგვები ეომებიან, რომლებიც არასოდეს მევასებოდა! უბრალოდ ვინც მის გვერდითაა არც ისინი მევასებიან! აი, ამაშია დილემა სწორედ", - წერს სვანიძე ფეისბუქზე.