ჩაშუშული კომბოსტოს უნიკალური რეცეპტი – პოპულარული კერძი ერთი პატარა საიდუმლოთი

ჩაშუშული კომბოსტოს უნიკალური რეცეპტი – პოპულარული კერძი ერთი პატარა საიდუმლოთი

ინგრედიენტები

კომბოსტო - 1 საშუალო თავი

კარტოფილი - 4 ცალი

საქონლის მჭლე ხორცი - 300 გ

სტაფილო - 3 ცალი

დიდი ხახვი - 1 თავი

ნიორი - 3 კბილი

დაფნის ფოთოლი - 1 ცალი

შაქარი - 2 ს/კ

წყალი - 3 ჭიქა

ვაშლის ძმარი - 2 ს/კ

კარაქი - 3 ს/კ

ზეთი - 3 ს/კ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ოხრახუში და კამა - გამოვნებით

მომზადების წესები

ხახვი და კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ნიორი დაჭერით წვრილად, კომბოსტოც – მაქსიმალურად წვრილად.

მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა ქვაბში. დაჭერით ხორცი კუბიკებად, შეწვით ზეთში და გადაიტანეთ ბოსტნეულთან.

წყალში ჩაყარეთ ნიორი, დაფნის ფოთოლი, მარილი და შაქარი, ჩაასხით ძმარი. ეს ნარევი დაასხით ხორცისა და ბოსტნეულის მასა, დაუმატეთ კარაქი. დადგით დაბალ ცეცხლზე და შუშეთ ერთი საათი.

სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.