აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს - რა გახდა ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს - რა გახდა ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს.

ნილსენი გადადგა ტრამპის მზარდი უკმაყოფილების, სხვა უწყებების მხარდაჭერის არარსებობისა და პრეზიდენტის თანშემწეების მის უწყებაში ჩარევის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობას ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, კევინ მაკალენანი შეასრულებს.