შავმა ზღვამ 130 კგ-ზე მეტი კოკაინი გამორიყა

შავმა ზღვამ 130 კგ-ზე მეტი კოკაინი გამორიყა

რუმინეთის პოლიციამ შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული კოკაინის რამდენიმე პალეტის აღმოჩენის შემდეგ, მასშტაბური სამძებრო სამუშაოები ჩაატარა, რომელშიც 300-მდე პოლიციელი და 14-მდე სანაპირო დაცვის ხომალდი მონაწილეობდა. საერთო ჯამში სამართალდამცავებმა ზღვის სანაპიროზე გამორიყული 130 კგ-ზე მეტი კოკაინის პოვნა შეძლეს.

რუმინეთის შსს-მ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საეჭვო შეკვრის პოვნის შემთხვევაში, ის არ გახსნან. რადგან კოკაინი, რომელიც პაკეტებშია, მაღალი კონცენტრაციისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს..

როგორც პოლიციაში აცხადებენ, შავი ზღვის მიერ გამორიყული ნარკოტიკი იმ მიტოვებული გემით გადაჰქონდათ, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუმინეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა იპოვა. ხომალდზე დაახლოებით ერთი ტონა კოკაინი აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 2 სერბი.