ერის მაგინებელი –

ერის მაგინებელი – "იმედმა" ნიკა გვარამიას შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

"ერის მაგინებელი"- ამ სახელწოდებით მომზადდა რეპორტაჟი "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში უცენზურო გამონათქვამებით გამოირჩევა ტელეეთერში. საუბარია ტელერეპორტაჟზე, რომელიც „იმედის კვირამ“ მოამზადა და სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა "ფეისბუქ ლაივებში".

ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ მას ფეისბუქ ჩართვების შემდეგ ემუქრებოდნენ, მაგრამ მას არ ეშინია და არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.

"ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით. მაინც დედა მოტყ… სვავია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

tngh ამ კაცს ერთად ერტი "იარაღი" დარჩა: უზრდელობა. რას დაამსგავსა ეს ბავშვი "ნაციონალ-ბოლშევიზმმა"...
6 წლის უკან