„უკვე ყველამ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში 2012-ში, რატომ ჩაახრჩვეს 9 თვის ჩვილი ქვევრში“

„უკვე ყველამ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში 2012-ში, რატომ ჩაახრჩვეს 9 თვის ჩვილი ქვევრში“

„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნაციონალების მოსვლამდე ციხეს მართავდნენ "ქურდები".

ქურდი ხელფასს უხდიდა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ქურდი სცემდა, ქურდი აუპატიურებინებდა პატიმრებს, ქურდი აწერდა, ქურდი არჩევდა და ალაგებდა .....

ალბათ ყველას გვახსოვს თუ ვინ იყო ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ასლანის დროს - „რემბო", რომელიც ყოველდღე ფეხებით ჰკიდებდა პატიმრებს, ურტყამდა სხვადასხვა საგნებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე უერთებდა ელექტროშოკს...

სწორედ ეს „რემბო" სხვა მსგავს აბაშიძე-შევარდნაძის

რემბოებთან ერთად გამოვიდნენ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და დაგმეს " რეჟიმი"!

ქოცები კრემლის დაკვეთით " კომპრომატებს" აგროვებდნენ თვეების მანძილზე.

თვეების განმავლობაში , როგორც მინიმუმ იცოდნენ, რომ ციხეში რაღაც ხდებოდა და მეტიც, იხდიდნენ ფულს, რომ კიდევ უფრო მეტი მომხდარიყო. გეგმა ის იყო, რომ ეს კადრები უნდა გამოქვეყნებულიყო 24 სექტემბერს , როცა ჩვენ ვეღარ მოვასწრებდით ვერანაირ რეაგირებას და ვერც ხალხს ავუხსნიდით სიმართლეს ყველა ტყუილზე!

გეგმა შემდეგი იყო-ხალხი სამართლიანად აღშფოთდებოდა, დაიწყებოდა მასობრივი გაქცევები, გადადგომების ისტერია და ყოველივე ამის კულმინაცია იქნებოდა არჩევნების დღე და საბოლოოდ საქართველო დაბრუნდებოდა მოუსავლეთში, სიბნელესა და რუსეთის ბატონობის ქვეშ!

აი, ეს იდგა ამ ყველაფრის უკან!

გოგა ხაინდრავა ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, ამათ ჩვენ მოვუწყობთ ცოცხებს და ცოცხებითვე გავყრითო!

საიდან იცოდა გოგა ხაინდრავამ ეს ყველაფერი მაისში?!

რანაირად აფათურებდა ხელს სახელმწიფოს საქმეებში ისეთი სუბიექტი, როგორიც გოგა ხაინდრავაა?

1 ოქტომბერი კრიმინალების დღედ გამოცხადდა!

რასაც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებდნენ, იყო ტიპიური რუსული კომპრომატების ომი და ამაში დახარჯა რუსული ფული!

ჩვენ დავიწყეთ გამოძიება, ჩვენ დავაკავეთ დამნაშავე ბადრაგები!

ჩვენ გავხეთქეთ ეს საქმე იმაზე ადრე, ვიდრე ისინი გეგმავდნენ. როგორც კი დავაკავეთ და ინფორმაცია გავავრცელეთ, ეგრევე ამოიყარა ის ცოცხისა და კარანტინის

ვიდეოები. იყო გეგმა, რომ მომხდარიყო სახელმწიფო სისტემის ჩამოშლა, ხალხის სრული დემორალიზაცია, ვიღაცეები აიღებდნენ იარაღს, მერე კი თუ არჩევნების შემდეგ ის შედეგი არ დაჯდებოდა რაც მათ უნდოდათ, სხვა "ღონისძიებები "იყო დაგეგმილი.....

ეს გეგმა ჩაიშალა და ის, ჩვენ ჩავშალეთ ბოლომდე, რათა გადაგვერჩინა სახელმწიფოებრიობა!

უკვე ყველამ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში 2012-ში, რატომ ჩაახრჩვეს 9 თვის ჩვილი ქვევრში, რა ბანდა მოვიდა ქვეყნის გასაძარცვად და რუსეთის უკანა ეზოდ გადასაქცევად, ხალხმა იცის სიმართლე ყველა ტყუილზე და დროა დავიბრუნოთ საქართველო!

#საქართველოივანიშვილისგარეშე

#ერთადსახლში

thrgg@yahoo.com ეს ქალი ნორმალური არ არის, ეს ყველამ ვიცით. ეხლა რაც შეეხება ბავშვს და ქვევრსმ 2012-ში ზუსტად ნაცებმა გაანადგურეს ყველა საბუთი გამოძიებას სიმართლე რომ არ დაედგინა და ეხლა აქეთ ედავებიან ამათ. ღირსები ხართ, ესეც თქვენი კოჰაბიტაცია!!!
6 წლის უკან
Maverick thrgg@yahoo.com ეს ქალი კი არა გესლიანი გომბეშოა!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com მართალს ბრძანებ გესლიანი და ბოღმიანი ნამდვილად არის, მაგრამ გომბეშო სასარგებლოა, ბაღ-ბოსტანს ასუფთავებს მავნებლებისაგან, ეს რაღაც უფრო საშინელი არსებაა:(:(
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ერთი ისიცა სთქვას ფსბ-დან და გრუ-დან რა ახალი დავალებები აქვთ მათ ლიდერებს, თუ უკვე აღარ სჭირდებათ და მოისროლეს სანაგვეზე, მაგრამ არა მგონია, კიდევ აქვთ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რაღაც დავალებები ალბათ...
6 წლის უკან