'ზუგდიდში ნეოქოცები უნიჭო პაროდიას დგამენ

'ზუგდიდში ნეოქოცები უნიჭო პაროდიას დგამენ"

საქართველოს პირველი პრეზიდნტის შვილი ცოტნე გამსახურდია ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საწყალ ზვიად გამსახურდიას რა ბედი ჰქონია. სანამ ცოცხალი იყო, ხომ არ შეარგეს მისი ხალხის სიყვარული ათასი ჯურის ნაბოზრებმა - რესპუბლიკელებით დაწყებული კომპარტიის ნომენკლატურით დამთავრებული... ახლა კიდევ, 30 წლის შემდეგ მისდამი ხალხის დამოკიდებულების უნიჭო პაროდიას ნეოქოცები დგამენ ზუგდიდში“... წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,ზუგდიდში 19 მაისს მერის არჩევნები გაიმართება.