დიღმის მასივში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზში" აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დარეკეს, ხოლო კომპანიამ დროული რეაგირება არ მოახდინა.
ამ ინფორმაციას უარყოფენ კომპანია "ყაზტრანსგაზში". თუმცა ადგილობრივების ნაწილი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნი არ შეინიშნებოდა, ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
დიღმის მასივში აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დიღმის მასივის მე-4 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა.