ძალიან კარგი ქნა ქალბატონმა სალომემ ეს უსაქმურების ბუდე რომ შეაჯანჯღარა

ძალიან კარგი ქნა ქალბატონმა სალომემ ეს უსაქმურების ბუდე რომ შეაჯანჯღარა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე “რუსთავი 2 “- ის ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში არსებული საქართველოს საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

“ძალიან კარგი ქნა ქალბატონმა სალომემ ეს სოლიდარულად დაბნეულების და უსაქმურების ბუდე რომ შეაჯანჯღარა.

ამ ბოლო დროს ყველამ ნახა, რომ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მარტო ბოკერვილების არასამთავრობოები და გიორგა კანდელაკი მუშაობს. რა ინფორმაციებსაც აწვდიან, როგორც იქნა საჯარო გახდა.

საელჩოებზე კვირაში რამდენჯერმე ვლაპარაკობდით რადიო “საქართველოს ხმაში”, გადაცემა “პრეს-რევიუში”. ჩართვებიც გვქონდა ჩეხეთიდან.

საელჩოები არა კვატი! ყავის მოდუღებაც არ იციან და წესიერ შოპინგებსაც ვერ ატარებენ.

მაიცათ რა!

იმდენად ჩათლახები არიან, რომ “რუსთავი 2”-ს შიდა წარმოების ინფორმაციაც გადასცეს (უკრაინიდან 2014 წელს საელჩოსგან მიწოდებულ საიდუმლო ინფორმაციებზე აღარაფერს ვიტყვი).

შეფუცხუნდნენ ციყვები და დაიწყეს ბაღაშვილთან კაკლების აქეთ-იქეთ გორაობა.“– წერს გია გაბრიჭიძე.